суббота, 21 сентября 2013 г.


პროექტის სახელწოდება:  ჩვენ და კომპიუტერი
პროექტის  მთავარი  იდეა: კლასს ჩავუტარებ მინი ლექციას  კომპიუტერის წარმოშობისა და განვითარების შესახებ .   ყველაზე გავრცელებულ პროგრამებზე.  დავუსვამ შეკითხვას  რომელი პროგრამაა ყველაზე გავრცელებული? თემის ღრმად შესასწავლად მოსწავლეებს შევთავაზებ პროექტზე მუშაობას. შევიმუშავებთ პროექტის სამუშაო გეგმას  და გადავინაწილებთ სამუშაოებს.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები უკეთ ისწავლიან კომპიუტერის წარმოშობის ისტორიას და განვითარებას, ოპერაციულ სისტემებს.

პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა უკეთ ისწავლონ კომპიუტერის წარმოშობის ისტორია და განვითარება,ოპერაციული სისტემები.
მონაწილეთა ასაკი: 11-12 წლის.
ვადები/ხანგრძლივობა: ორი თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: რეფერატი, ბუკლეტები, ფოტო, აუდიო და ვიდეო მასალები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ციფრული კამერა, პროექტორი, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  კლასს დავყოფ სამ ჯგუფად
პირველ  ჯგუფს მივცემ დავალებას  ინტერნეტიდან მოიძიონ  ინფორმაცია კომპიუტერის
წარმოშობის ისტორიაზე და მის განვითარებაზე და წარმოადინონ პრეზენტაციის სახით.
მეორე  ჯგუფს მივცემ დავალებას მოიძიონ ინფორმაცია ოპერაციულ სისტემებზე და მათ განვითარებაზე და წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით. გააკეთონ შესაბამისი ბუკლეტები.
მესამე  ჯგუფს მივცემ დავალებას ჩაატარონ გამოკითხვა თუ რომელ პროგრამებს იყენებენ ისინი  უფრო ხშირად და წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით.
მთლიან კლასს ვავალებ გააკეთონ  მასალის  შესაბამისი ბუკლეტები.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ და ინგლისური ენა.
პროექტის ხელმძღვანელი: ნანი მკვიკვინია.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nanikvikvinia@gmail.com
პროექტის ვებ -გვერდი/ბლოგი: nanikvikvinia.blogger.com


Комментариев нет:

Отправить комментарий